17 სექტემბერს თიანეთში ჩატარდება აქცია ლოზუნგით "საზოგადოება ზრუნავს ბუნებაზე". აღნიშნულ აქციაში "დავასუფაოთ მსოფლიო" მონაწილეობას იღებს თიანეთის მუნიციპალიტეტი და მის ტერიტორიაზე არსებული ყველა ორგანიზაცია.
მცხეთა-მთიანეთის რგიონის თიანეთის მუნიციპალიტეტი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით, მონაწილეობას იღებს აქციაში ,,დავასუფთაოთ მსოფლიო" (ჩლეან Uპ ტჰე ჭორლდ), რომელიც ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სკოლებსა ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების და შესაბამისი პროგრამების განხორციელებისათვის. კომპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში მონაწილეობს 120 ქვეყანა (35 მილიონიანი მოსახლეობით).