დღეს, 17 სექტემბერს, 14:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი.
იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ნაფიც მსაჯულად მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს. 30 მოხალისეთა შორის წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებისა და სტანდარტული პროცედურების გათვალისწინებით, შეირჩა 12 ნაფიცი მსაჯული, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში, მოისმენენ ბრალდებისა და დაცვის მხარის არგუმენტებს და გამოიტანენ ვერდიქტს.
როგორც ცნობილია, 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამოქმედდება. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მართლმსაჯულების ყველა ფორმას შორის ტრადიციულად ყველაზე დემოკრატიულად ითვლება. საზოგადოების წარმომადგენლები ნაფიც მსაჯულთა სახით უშუალოდ ჩაერთვებიან მართლმსაჯულების განხორციელებაში.