"მინდა მეგობრობის ხელი გავუწოდო მთელ დიდ ბრიტანეთს", - განაცხადა რომის პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, დედოფალ ელიზაბეტ მეორესთან შეხვედრის დორს.
მან ბრიტანეთის მოსახლეობას მოუწოდა, სეკულარიზმის აგრესიულ ფორმების გამოვლინებას უფრო დიდი წინააღმდეგობა გაუწიონ. შოტლანდიის დედაქალაქში სტუმრობისას, ქუჩაში მიმავალ რომის პაპის მანაქანას ათასობით ადამიანი დროშებით შეეგება. ადგილი ჰქონდა მცირე პროტესტსაც.
ბენდეიქტ XVI ბრიტანეთში პირადად დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ დაპატიჟა. პაპის ვიზიტი შოტლანდიასა და ინგლისში 4 დღეს გაგრძელდება.
ცნობისათვის: ბრიტანეთში რომის პაპი 1982 წლის შემდეგ არ ყოფილა. უკანასკნელად დიდ ბრიტანეთს იოანე პავლე მეორე ეწვია.