მსოფლიოს ყველაზე კრიმინალურ ქალაქად ბარსელონა დასახელდა. ინტერნეტგვერდ "თრიპAდვისორ"- ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით აღნიშნული ნუსხის პირველ ათეულში ასევე არიან მადრიდი, ათენი, პრაღა, კოსტა-ბრავა, ლისაბონი და ტენერიფე.
"თრიპAდვისორ"- ის ინფორმაციით, ამ დედაქალაქებისა და ქალაქების მონახულებისას ტურისტებმა განსაკუთრებული სიფრთხილე და გონიერება უნდა გამოიჩინონ.
აღსანიშნავია, რომ ბარსელონა პირველად როდი ექცევა აღნიშნული ნუსხის სათავეში, სადაც ასევე დაიკავა თავისი საპატიო მრავალი ტურისტისათვის საყვარელმა რომმა. ლიდერებს შორისაა ასევე საფრანგეთის დედაქალაქი.