ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსმა რობიზონ მარგველანმა დღეს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე მოაწყო იმის ინსცენირება, თუ რა მდგომარობაში ნახა გარდაცვლილი ზვიად გამსახურდია.
მარგველანმა სკამების მეშვეობით წარმოადგინა სურათი, როგორც გარდაცვლილი გამსახურდია დახვდა. მისი თქმით, გამსახურდია იყო საწოლზე მიწოლილი, თავი ჩამოდებული ჰქოდა საწოლის თავზე და იგი ამ საწოლის თავს ეყრდნობოდა სახის მარცხენა მხრის ნაწილით. ნასროლი კი ჰქონდა მარჯვენა მხარეს თავში.
კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გასახურდია მაინც მიიჩნევს, რომ მარგველანის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ჩვენებებში დაფიქსირეული რამდენიმე შეუსაბამობა. ერთ-ერთ ასეთ შეუსაბამობად გამსახურდია ასახელებს იმ ფაქტს, რომ მარგველანი თავის დროზე პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ იგი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დროს იყო უგონო მდგომარეობაში და გონს მოვიდა მხოლოდ გასროლიდან დაახლოებით 40 წუთში. დღეს კი სხდომაზე განაცხადა, რომ იგი გამსახურდიას ოთახში გასროლისთანავე შევარდა.
გარდა ამისა, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით ერთმანეთს არ ემთხვევა დაცვის სხვა წევრების ჩვენებები.
"ეს ყველაფერი მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ გამსაუხრდიას თავი არ მოუკლავს და გარკვეულ წრეს სურს წარმოაჩინოს, რომ მან თითქოს თავი მოიკლა. ეს ყველა შეფასება აისახება კომისიის საბოლოო დასკვნაში, რომელიც დახლოებით წლის ბოლოსთვის იქნება მზად. დასკვნის საბოლოო მომზადებისათვის კიდევ რამდენიმე თვეა საჭირო", _ განაცხადა გამსახურდიამ.
რაც შეეხება შემდეგ სხდომას ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება, თუმცა ცნობიილა რომ კომისია ჩვენებას ჩამოართმევს ავთანდილ მარგიანს.