ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსი რობიზონ მარგველანი აცხადებს, რომ იარაღი, რითიც ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, მისთვის ბადრი ზარანდიას არ უჩუქებია. ამის შესახებ განცხადება მარგველანმა პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გააკეთა.
აქამდე საუბარი იყო იმაზე, რომ ეს იარაღი ზვიად გამსახურდიას ბადრი ზარანდიამ აჩუქა. თუმცა როგორც მარგველანმა დღეს განაცხადა, ეს იარაღი გამსახურდიასთვის ზარანდიას არ უჩუქებია. მისი თქმით, სოხუმის დაცემის დღეს ზვიად გამსახურდიამ პირადად მას დაავალა, წაეყვანა დაცვის წევრები და დევნილ მოსახლეობას ენგურის გადმოლახვაში დახმარებოდნენ.
"ამ დროს ენგურის ნაპირებს მიადგა გია გულუა თავისი რაზმით და მარგველანის ხალხს მასთან მოუხდა შეტაკება, შეტაკებისას გულუას რაზმი გაიქცა და მათი იარაღი ხელში ჩაუვარდა ჩვენს რაზმს. ამ იარაღს შორის იყო ე. წ. სტეჩკინი და ეს იარაღი ავთო პაკელიანმა ზვიად გამსახურდიას მისცა. ეს არის სწორედ ის იარაღი, რითაც გამსახუდრამ თავი მოიკლა და დღემდე დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა დღეს მანანა არჩვაზე-გამსახურდიას უნდა ჰქონდეს.