ჩვენი განათლების რეფორმა ეხმიანება მსოფლიობანკის ინიციატივას „ადამიანური კაპიტალისგანვითარების შესახებ", - განაცხადა ფინანსთამინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია„იმედის" ეთერში საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებულშტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისადა მსოფლიო ბანკის ყოველწლიურისაგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებშისხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან გამართულმაღალი დონის მოლაპარაკებებზე, პოზიტიურიშეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერდაგეგმილ განათლების რეფორმას, რომლისსაფუძველზე 2022 წლისთვის განათლებაზეუნდა დაიხარჯოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი.
„შეხვედრების დროს განვიხილავდით, თუროგორ ვითარდება საქართველო, როგორიწარმატებულია სხვადასხვა რეიტინგში, ამავედროს, ყველა ვთანხმდებით და კვლევებითაცდასტურდება, რომ ბიზნესს, ინვესტორებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებსაწუხებთ არა კორუფცია, არც ზედმეტირეგულაცია და სტაბილურობის ნაკლებობაქვეყანაში, (ყველა ამ მიმართულებით ჩვენსაკმაოდ კარგად გამოვიყურებით არა მხოლოდრეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის უმეტესქვეყნებშიც) არამედ ერთ-ერთი პირველიპრობლემა არის კვალიფიციური მუშა-ხელი. შესაბამისად, ჩვენ ვდგავართ პარადოქსულისიტუაციის წინაშე. ერთი მხრივ, ჩვენ ჯერ კიდევგვაქვს უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონე დადასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, მეორე მხრივ კი სერიოზული მოთხოვნააბიზნესიდან კვალიფიციური მუშახელის. სწორედაქ არის კვალიფიკაციისა და განათლების თემა, ამიტომ ჩვენ ყველა ერთხმად ვთანხმდებით, როგორც ხელისუფლებაში და იმედი მაქვს, ზოგადად, ქვეყანაში, რომ ეს არის ერთ-ერთიყველაზე დიდი გამოწვევა",- აღნიშნა ივანემაჭავარიანმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ პროცესში კერძოსექტორის ჩართულობა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორსშორის მოხდეს ფინანსური რესურსებისგაერთიანება, რათა საბოლოო ჯამში, განათლების სექტორში მიიმართოს მშპ-ს 10 პროცენტი და მეტი ოდენობის ფინანსურირესურსი.
ფინანსთა მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკისწარმომადგენლებთან შეხვედრებისას,ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდფინანსური დახმარების, არამედ ბანკისექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
„რეფორმის ჩონჩხი არსებობს, ძირითადიპრინციპები იდენტიფიცირებულია, ახლააუცილებელია დეტალების გაწერა. ერთ-ერთუმნიშვნელოვანესი საკითხია მასწავლებლებისგადამზადება და მათი ხელფასების გაზრდა. პედაგოგის პროფესია უნდა გახდესსრულფასოვანი, როგორც ანაზღაურების, ისედაფასების კუთხით. თუ ეს ყველაფერიგანხორციელდა, 2023 წლისთვის მასწავლებლისხელფასი მინიმუმ უნდა გასამმაგდეს. მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ნაციონალური, საერთო ეროვნული კონსენსუსი. ჩვენ ხშირადგვაქვს სხვადასხვაობა ოპონენტებთან,ოპოზიციასთან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა შედგეს, გაუძლოს მრავალმთავრობას, მრავალ მინისტრს და არ უნდამოხდეს ამ გზიდან გადახვევა. სწორედ ეს იყომთავარი მესიჯი საერთაშორისო ორგანიზაციებისმხრიდან - განათლების რეფორმა არ უნდადარჩეს მხოლოდ ერთი ხელისუფლების ანერთი ადამიანის ინიციატივად და მან უნდაგაუძლოს დროს", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.