პალესტინელმა ექსტრემისტებმა, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთი რაიონების დაცხრილვისას ფოსფორული ნაღმსატყორცნი ნაღმების გამოყენება დაიწყეს. ეს განცხადებს ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა მიკი როზენფელდმა გააკეთა და დასძინა, რომ აღნიშნულ განცხადებას ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე აკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "იერუსალიმ პოსტი" ავრცელებს.
ისრაელის პოლიცია ასევე ირწმუნება, რომ მსგავსი პრაქტიკისათვის რადიკალური პალესტინურ მოძრაობა "ჰამასის" წარმომადგელებს ადრეც მიუმართავთ.
"ეს იარაღი აკრძალულია ჟენევის კონვენციით. ამ იარაღისგან მიღებული ჭრილობების შედეგად ვითარდება ძლიერი დამწვრობა და დასასრული ლეტალურია", _ აცხადებს ისრაელის რეგიონალური საბჭოს "ეშკოლის" თავმჯდომარე ხაიმ იალინი და დასძენს, რომ "სამწუხაროდ, ჩვენ ვუბრუნდებით 2008-2009 წლის სიტუაციას ანუ გამუდმებულ სარაკეტო და ნაღმმტყორცნებით განხორციელებულ დარტყმებსა და სნაიპერების აქტიურ მოქმედებებს".