კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სამხრეთ კორეას ორი ქვეყნის სამხედრო წარმომადგენელთა მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.
ფხენიანი გამოდის წინადადებით ამ მოლაპარაკებებზე განხილულ იქნეს საკითხი სამხრეთკორეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პროპაგანდისტული ფურცლების საჰაერო ზონდების გაშვების შესახებ. მათი მეორე წინადადებით, ასევე უნდა განიხილონ ყვითელ ზღვაში საერთო კორეული საზღვაო საზღვრის გადახედვის საკითხი.
ოფიციალური სეული ამჟამად ამ შეთავაზებული წინადადებების შესწავლითაა დაკავებული.
კორეის გამყოფი ხაზი 1950-53წწ ომის დასრულების შემდეგ გაეროს სარდლობამ გაიყვანა.
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა არასოდეს აღიარებდა ამ საზღვაო საზღვარს და დღესაც მის სამხრეთით გადატანას მოითხოვს.