დღეს, 16 სექტემბერს, 11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე, სამინისტროს და საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, კახეთის რეგიონს ეწვევიან.
სტუმრები თელავის რაიონში, ართანას ვენახებში რთველის მიმდინარეობის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც, GWS-ის ღვინის ქარხანას დაათვალიერებენ.