დღეს, 15 სექტემბერს, ევროპის საბჭოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროსაბჭოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებს.
როგორც შს საქმინისტრო იტყობინება, შეხვედრის ოფიციალური ცერემონიის დროს მინისტრმა ხელი მოაწერა ევროპულ კონვენციას „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის საერთაშორისო შედეგების შესახებ". შეხვედრის დროს შს მინისტრმა მხარეებს გააცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები.
შს სამინისტროს განცხადებით, ზემოხსენებული ხელმოწერილი კონვენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონვენციაა, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით, სატრანსპორტო დანაშაულებთან ბრძოლის სფეროში იქნა მიღებული. კონვენციის მიზანია სატრანსპორტო დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი მიდგომის შემუშავება და შესაბამის ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ამასთან, როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული კონვენციის ხელმოწერა და მისი მიზნების იმპლემენტაცია საქართველოსათვის წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო სფეროს რეგულირების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკებების გამართვას და ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმებას მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ. შს სამინისტროს განცხადებით, მსგავსი შეთანხმებების გაფორმება და საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების ევროპაში მუდმივი აღიარების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მოცემულ სფეროში გატარებული რეფორმა იყო წარმატებული, რაც ხელს უწყობს ქართული მართვის მოწმობების სანდოობის ხარისხის გაზრდას ევროკავშირის ქვეყნებში.
ვანო მერაბიშვილი ევროპის საბჭოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
თბილისი.15.09.10."ჯი-ეიჩ-ენი". დღეს, 15 სექტემბერს, ევროპის საბჭოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროსაბჭოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებს.