ბრაზიილის შტატ ბაიაში, მდინარე სობრადინიოში 11 ბავშვი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მდინარეში შესული ნავი, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, გადაბრუნდა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ნავზე 18 ადამიანი იმყოფებოდა მათ შორის 11 ბავშვი, რომელთა ასაკიც 1-დან, 11 წლამდე იყო. დაღუპულებს შორის 16 წლის ასაკის მოზარდიც იყო. ბრაზლიის პოლიციის ცნობით, მხოლოდ ის ადამიანები გადარჩნენ, ვინც ცურვა იცოდა.
როგორც ბრაზლიური მედია იუწყება, შემთხვევა შესაძლოა ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ასევე, არსებული ინფორმაციით, მსგავსი ტიპის ნავი მხოლოდ 6 ადამიანის სიმძიმეს უძლებს.
"შესაძლოა ნავმა 18 ადამიანის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ამიტომ გადაბრუნდა", - აცხადებენ ბაიას შტატის პოლიციის მაღალჩინოსნები.
მაშველებმა და ჯარისკაცებმა დაღუპულების ცხედრების მდინარიდან ამოყვანა ერთდღიანი ძებნის შემდეგ მოახერხეს.