მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა და თვითგამორკვევის უფლების დაცვით უნდა მოხდეს.
ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივნის წარმომადგენელმა, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში რობერტ სიმონსმა განაცხადა.
"ჩვენ მხარს უჭერთ ეუთოს მინსკის ჯგუფის განცხადებას, რომ კონფლიქტის დარეგულირება უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა და თვითგამორკვევის უფლების დაცვით. ნატო მოლაპარაკების პროცესში არ არის ჩართული, მაგრამ ჩვენ მინსკის ჯგუფს ყველანაირ დახმარებას აღმოვუჩენთ, რომ კონფლიქტის მოგვარება აღნიშნული პრინციპების დაცვით მოხდეს", - განაცხადა სიმონსმა.