დღეს, 11 ნოემბერს, ჟენევის საერთაშოროსო მოლაპარაკებათა მორიგი, მერვე რაუნდი გაიმართება.
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა იქნება. საერთაშორისო კონსულტაციების ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება ტირძნისში გატაცებული მოზარდების საკითხიც.
ჟენევაში აქცენტები გაკეთდება ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებაზე.
"ეს არის ნაწილი სწორედ იმ უსაფრთხოების პრობლემებისა, რომელიც გვაქვს. ეს არის მუდმივი გატაცებები, ამ შემთხვევაში უფრო ტრაგიკულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ საკითხი არასრულწლოვნების გატაცებას ეხება. ეს არის ნაწილი იმ სურათისა, რომ არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანის უფლებები იქნეს დაცული როგორც შიგნით, ისე ოკუპირებული ტერიტორიების გარეთაც", _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ ჟენევაში გამგზავრების წინ.