მოსკოვის მერის უფლებამოსილების საკითხი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის კომპეტენციაა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" კრემლის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
"უფლებამოსილების გაგრძელებას მოსკოვის მერის თანამდებობაზე ლუჟკოვი არ წყვეტს. ეს რუსეთის პრეზიდენტის პრეროგატივაა", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია თითქოს, მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.