საქართველოს ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთის მხრიდან ჩარტერული რეისების ნებართვის გაგრძელების ნებართვის მოლოდინშია.
აღნიშნული ნებართვის მიღებას კომპანია 15 დან 20 სექტემბრის ჩათვლით მოელის.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, დაწყებულია ოქტომბრის ბოლომდე თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ბილეთები გაყიდვა.
ადრე გავრცელდა ინდორმაცია, რომ Georgian Airways ფრენებს თბილისი-მოსკოვი-თბილის მიმართულებით კვირაში სამჯერ შეასრულებდა. სამჯერ განახორცეიელებდა ფრენებს ასევე რუსული ავიაკომპანია "სიბირიც" (S7).
რუსულმა ავიაკომპანიამ საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციიდან ფრენების უფლება 23 აგვისტოდან 30 ოქტომბრის ჩათვლით მიიღო.