ესტონეთის პრეზიდენტის თომას ჰენდრიკ ილვესის შეფასებით, რუსეთში დიქტატურაა. ამის შესახებ "რეგნუმი" იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა რიგაში პრესკონფერენციის დროს განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რომ შესაძლებელია თუ არა ნატოში რუსეთის გაწევრიანება.
მისი შეფასებით, რუსეთი ვერ გახდება ნატოს წევრი, რადგან ის არ არის დემოკრატიული სახელმწიფო.
"ნატოს წესდების მიხედვით ალიანსის ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა მთელ ბლოკზე. მაშინ, როდესაც რაიმე კონფლიქტია და ხელისუფლება ვერ უხსნის საკუთარ ხალხს, რატომ უნდა გაგზავნოს თავისი ჯარები ის დემოკრატიული ქვეყნა არ არის", - განაცხადა მან.
ამასთან, ესტონეთის ლიდერმა ის პირობები დასახელა, რომელსაც რუსეთი ალიანსში გასაწევრიანებლად უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ კი ეს არის - დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი არჩევნები და შეკრების თავისუფლება, მათ შორის ყოველი თვის 31 რიცხვში.