ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება საკუთარი თავდაცვა უზრუნველყოს. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, რობერტ გეითსმა "ინტერფაქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"საქართველოსთვის იარაღის მიწოდების საკითხში ჩვენ ისედაც ძალიან ფრთხილად ვიყავით. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველოს ის საშუალები მივაწოდოთ, რომლითაც ავღანეთში ჩვენთვის დახმარება შეეძლებათ", - განაცხადა გეითსმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ნაწილია, ის რასაც აშშ საქართველოში აკეთებს, კერძოდ კი პირადი შემადგენლობის სწავლება იმის გამო ხდება, რომ ქართულ მხარეს სურს ავღანეთში, იმ ძალისხმევაში წვლილი შეიტანოს, რომელსაც აშშ ახორციელებს.