კრემლმა მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის შემცვლელი მოძებნა. რუსული მედია ლუჟკოვის სავარაუდო შემცვლელად ოთხ კანდიდატურას ასახელებს: ვიცე-პრემიერები: სერგეი სობიანინი და სერგეი ივანოვი, საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელი სერგეი შოიგუ და კალინინგრადის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ბოოსი.
რუსული მედიის ერთი ინფორმაციით, ლუჟკოვს უახლოეს ორი-სამი კვირის განმავლობაში გადააყენებენ, მეორე ინფორმაციით კი მოსკოვის მერი თავისი პოსტიდან დეკემბერში წავა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ თავის მიერ წარმოთქმული სიტყვით, მოსკოვის მერმა განხეთქილება შეიტანა პარტია "ედიანაია როსიას" რიგებში. ლუჟკოვმა გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებიც კრემლში აღქმული იქნა როგორც "ომის გამოცხადება". "ახლა უკვე ლუჟკოვს ვეღარ უშველის, თვით პუტინის დანაპირები 2011 მდე მას ხელი არ ახლონ, დაპირებად დარჩება"
რუსული მედია ასევე წერს, რომ მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აგვისტომდე არ არსებობდა ერთიანი აზრი იმის შესახებ, "ღირს თუ არა მოსკოვის მერის გადაყენება". მეტიც, აგვისტოში გამართულ შეხვედრაზე მას რუსეთის-პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განუცხადა, რომ 2011 წლამდე მოსკოვის მერს "ხელს ვერავინ ახლებდა", მაგრამ როდესაც ლუჟკოვმა გაიწყო ხმამაღალი განცხადებების კეთება და ე.წ. ტანდემში (მედვედევი-პუტინი) განხეთქილების შეტანა კრემლში გადაწყვიტეს იერიში მიეტანათ მოსკოვის მერზე.
შეგახსენებთ, რომ იური ლუჟკოვმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ მოწონებულ ხიმკისნსკის ტყის ტრასის მშენებლობას, რომლის მართებულობა პრეზიდენტმა მედვედევმა ეჭვქვეშDდააყენა.
ექსპერტები ასევე გამოთქვამენ ვარაუდს იმის შესახებ, რომ თუ ლუჟკოვი მაინც დარჩება მერის სავარძელში ეს იქნება ძალიან მტკივნეული დარტყმა მედვედევის რენომესათვის.
თუმცა ლუჟკოვის მხარდაჭერა დღეს მომგებიანი არ არის ვლადიმერ პუტინისათვის, რადგან თუ ის ხელს შეუშლის მედვედევს ლუჟკოვის მოხსნაში "ცხადი გახდება ვინ წავა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეს კი პრემიერს მანევრირების სივრცეს შეუმცირებს".