ბულგარეთში გაზსადენზე აფეთქება მოხდა. გაზსადენი კომპანია "ბულგარტრანსგაზსს" ეკუთვნის და მისი მეშვეობით "გაზპრომი" თურქეთში გაზის ტრანზიტს ახორციელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულები არ არიან.
ინციდენტის მიზნად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.
პოლიციის მონაცემებით აფეთქებამ გაზსადენის 15 გრძივი მეტრი დააზიანა.
"ბულგარტრანსგაზის" აღმასრულებელიმა დირექტორმა ივან დრენოვიჩკიმ განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად გაზის მიწოდება მხოლოდ რამოდენიმე საათით შეწყდა და ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მისი მიწოდება სარეზერვო ხაზით აღდგა.
საინფორმაციო საშუალებები აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია აფეთქების შესახებ კომპანიამ ერთი დღის დაგვიანებით გაავრცელა.
აღნიშნული გაზსადენით რუსეთი თურქეთს 13-14 მლნ. კუბ-მ გაზს აწვდის.