ცნობილ მოღერალ ჯორჯ მაიკლს ლონდონის სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო 8 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც შემდეგ გაირკვა, მომღერალი საჭეს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართავდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯორჯ მაიკლს 1,250 ფუნტი სტერლინგის გადახდაც მოუწევს. ამასთან, მომღერალს მანქანის მართვა 5 წლით აუკრძალეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მაიკლი 4 კვირას საპატიმროში გაატარებს, ხოლო სასჯელის დარჩენილ დროს პრობაციის თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ სახლში მოიხდის.
ცნობისათვის, საქმე ეხება ივლისში, ჩრდილოეთ ლონდონში, მომხდარ ინციდენტს, როდესაც ჯორჯ მაიკლმა თავის "რეინჯ როვერზე" კონტროლი დაკარგა და ერთ-ერთ მაღაზიას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისათვის, მსგავსი ბრალდებით ჯორჯ მაიკლი რამდენჯერმე უკვე იყო დაკავებული. თავის დროზე, მას მანქანის მართვის უფლება 2 წლითაც ჰქონდა ჩამორთმეული.