მახაჩყალაში 12 სექტემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს განადგურებული ათი ბოევიკიდან ორი წამოშობით საქართველოდანაა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" დაღესტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის შვიდი ბოევიკის ვინაობა უკვე დადგენილია. ესენი არიან - მახაჩკალში მცხოვრები 24 წლის იგორ ტონკონოგოვი, 35 წლის დაბადებული არსენ ომაროვი, 20 წლის არსენ იდრისოვი, 21 წლის ჰასან ყურამაგომედოვი, 24 წლის არსენ მუსაევი და ორი საქართველოში დაბადებული - 23 წლის რამაზან აიგუმოვი და 27 წლის ლეილა (იანა) აიგუმოვა, რომლებიც მახაჩყალაში ცხოვრობდნენ.
დაღესტანის შსს-ის ინფორმაციით, ისინი ე. წ. "მახაჩყალის ჯაამათის" ("махачкалинский джамаат") წევრები იყვნენ.