ეთიოპიაში ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის კუთვნილმა Boeing 737-მა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 157 ადამიანი იმყოფებოდა.
"არიან გარდაცვლილები", აცხადებს ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აბი ახმედ ალი.
როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატმა Twitter-ის მიკრო-ბლოგით გაავრცელა ინფორმაცია, თვითმფრინავი რეისს ნაირობიის (კენია) მიმართულებით ასრულებდა რეისს.
თვითმფრინავი რადარებიდან აფრენიდან 6 წუთის მერე გაქრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ქალაქ ადის-აბებას სიახლოვეს მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ არ გადარჩენილა.
ავიაკატასტროფის მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.