მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" "ეხო მოსკვის" მთავარ რედაქტორ ალექსეი ვენედიქტოვზე დაყრდნობით იუწყება.
"ლუჟკოვის სარჩელი 6 სექტემბრის გადმომცეს. მიზეზი გახდა ის, რომ ჩვენ 25 აგვისტოს ციტირება მოვახდინეთ "Lიფე Nეწს"-ის, რომელიც იუწყებოდა, რომ მოსკოვის მერი ფუტკრების რეაბილიტაციაზე ორჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე ინვალიდების მკურნალობაზე", - განაცხადა ვენედიქტოვმა და დასძინა, რომ ლუჟკოვი კომპენსაციის სახით რადიოსადგურისგან 3 მილიონ რუბლის და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვს.
მისი თქმით, აღნიშნული პრეტენზიის გამო გაკვირვებულები არიან.
"ჩვენ ვეყრდნობით სხვა საინფორმაციო საშუალებას და შესაბამისად პასუხისმგებლობისგან ვთავისუფლდებით. რას ვიზავთ, წავალთ და შევეცდებით ეს განვმარტოთ", _ განაცხადა მან.
მისი ინფორმაციით, ლუჟკოვმა მოსკოვის სასამართლოში სარჩელი "Lიფე Nეწს"-ის და გაზეთ "ტვოი დენ"-ის სტატიების ავტორების წინააღმდეგ შეიტანა.
"მედიისგან იგი სამ-სამ მილიონ რუბლს და ჟურნალისტისგან ერთ მილიონს ითხოვს, საერთო ჯამში კი 10 მილიონ რუბლს", - აღნიშნა "ეხო მოსკვის" მთავარმა რედაქტორმა.