ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის, 19 დეკემბერს გაიმართება. ასეთი გადაწყევტილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო.
ბელორუსის კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები მოქმედი პრეზიდენტის უყფლებამოსილების ამოწურვამდე არაუგვიანეს 2 თვით ადრე უნდა ჩატარდეს.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ალექსანდრე ლუკაშენკო აპირებს.
ამ ეტაპზე უცნობია თუ ვინ დაუპირისპირდება მას ოპოზიციის წარმომადგენლებიდან, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ლუკანშენკოს მომავალ არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული აქვს.