მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას საბავშვო წიგნი გამოიცემა სახელწოდებით - "შენ გიმღერი: წერილი ჩემს გოგონებს". 40 გვერდიანი წიგნის 500,000 ეგზემპლარი გამოიცემა და ერთი ეგზემპლარის ფასი 17.99 დოლარი იქნება. ამის შესახებ "ასოშიეიტიდ პრესი" იუწყება.
ობამას წიგნი 13 სახელგანთქმულ ამრიკელზე იქნება - დაწყებული ჯორჯ ვაშინგტონიდან დამთავრებული ცნობილი ბეისბოლის ვარსკვლავით, ჯეკი რობინსონით. წიგნის ილუსტრაციები ცნობილ ამეიკელ მხატვარს ლორენ ლონგს ეკუთვნის.
აშშ-ს პრეზიდენტის წიგნი სამზე მეტი წლის ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.
ცნობისათვის, ბარაკ ობამა პირველი ამერიკელი პრეზიდენტი არ არის ვინც საბავშვო წიგნი დაწერა - თავის დროზე წიგნები ბავშვებისთვის ჯიმი კარტერმა და თეოდორ რუზველტმაც დაწერეს.