14-15 სექტემბერს ბათუმს ესტონეთის წამყვანი ტურისტული სააგენტოებისა და მასმედიის საშუალებათა წარმომადგენლების 28-კაციანი ჯგუფი ეწვევა აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფს ესტონეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი ჰელე კარდი ხელმძღვანელობს.
სტუმრები ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ასევე მომავალი თანამშრომლობის მიზნით ადგილობრივი ტურისტული სააგენტოებისა და ავიაკომპანიების წარმოამდგენელბს.
სარეკლამო-საინფორმაციო ტურის მონაწილეები ვიზიტის ფარგლებში ქალაქის ღირშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხესა და ქალაქის მუზეუმებს დაათვალიერებენ.