ხვალ, 14 სექტემბერს, საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები სასტუმრო "სიმპათიაში" გაიმართება.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაციის ვადა 13 სექტემბერს ამოიწურა. პრეზიდენტობის კანდიდატებს საპრეზიდენტო განაცხადების შეტანა ტყვიის სროლის ფედერაციაში 6 სექტემბრიდან შეეძლოთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაციას 2008 წლიდან დავით ქარსელაძე ხელმძღვანელობდა.