იტალიური "მილანის" ახალშეძენილ ბრაზილიელ ლეგიონერს - რობინიოს ყველაზე
მეტად ჩემპიონთა ლიგის ფინალში კატალონიური "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში სურს.
"მიმაჩნია, რომ ამ დროისთვის ევროპაში ორი საუკეთესო კლუბია გამოკვეთილი.
ესენი "მილანი" და "ბარსელონა" არიან. ყველაზე მეტად სწორედ ამ კატალონიურ
კლუბთან მინდა შეხვედრა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში." - განაცხადა
რობინიომ.