სენატორი ბერნი სანდერსი აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთვება. ამის შესახებ სენატორმა სანდერსმა ვერმონტის შტატის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ბერნი სანდერსი მონაწილეობდა საპრეზიდენტო კამპანიაში დემოკრატიული პარტიიდან ჰილარი კლინტონთან ერთად, თუმცა ამ უკანასკნელთან შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხდა.
2007 წლიდან ბერნი სანდერსი სენატორია ვერმონტის შტატიდან. 1981-1989 წლებში იყო ვერმონტის ყველაზე დასახლებული ქალაქის, ბერლინგტონის მერი (42 000 მაცხოვრებელი), 1991-2007 აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრი.