"ბიბლიური დავითის და გოლიათის ბრძოლა არის ის, რასაც საქართველო დღეს აწარმოებს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ქუთაისში კადეტთა კორპუსის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
"ჩვენ ყველანი ვართ დავით აღმაშენებლის შვილიშვილები, ჩვენ ყველანი ვართ ასევე ბიბლიური დავითის გაგრძელება, რადგან დავითის და გოლიათის ბრძოლა არის ის, რასაც საქართველო აწარმოებს. წმინდა გიორგის ბრძოლა არის, რომელსაც საქართველო ახლა ეწევა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, წმინდა გიორგის დამარცხება დიდმა იმპერატორმა სასტიკი წამების შემდეგაც ვერ შესძლო, რადგან მას ღრმა რწმენა ჰქონდა.
"ასეა საქართველოს შიეიარღებული ძალებიც", - აღნიშნა სააკაშვილმა.