საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის სასესიო განხილვის დაწყება მომავალ სესიაზე მოხდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, 21 აგვისტოს საკონსტიტუციო ცვილლებების საზოგადოებრივი განხილვის კომისიას მუშაობა უნდა დაესრულებინა და პარლამენტს განრიგით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარე სასესიო კვრას უნდა დაეწყო.
იმის გამო, რომ საზოგადოებრივი განხილვის კომისია მუშაობას დღემდე აგრძელებს და შემაჯამებელ დასკვნას მხოლოდ დღეს მიიღებს, ბაქრაძეს მიაჩნია, რომ პროექტის სასესიო განხილვა უნდა გადაიდოს მომავალი სასესიო კვირისთვის.
ამის ერთ-ერთ არგუმენტად დავით ბაქრაძე იმ ფაქტორსაც ასახელებს, რომ ამ კვირას საქართველოში ჩამოდის ვენეციის კომისია და ასევე ევროსაბჭოს იურიდიული კომიტეტი მართავს გასვლით სხდომას თბილისში. მას მიაჩნია, რომ მათი შეფასებების გარეშე არ დაიწყოს სასესიო განხილვა.
"დარწმუნებუილ ვარ მათ არსებითი შენიშვნები არ ექნებათ, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ მათ ჩამოსვლას დაველოდებით",- განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან იგი დადებითად აფასებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის ჩართვას საკონსტიტუციო ცვილლებების განხილვის პროცესში და მიაჩნია, რომ მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები სასარგებლო იყოს საბოლოო პროექტის ჩამოყალიბებისათვის.
"მას შემდეგ რაც პროცესი პარლამენტში გადმოვა მცირე კორექტირების შეტანა პროექტში გამორიცხული არ არის. ეს კორექტირები მცირე იქნება თუ დიდი ეს უკვე პარლამენტის აქტიურობაზეა დამოკიდებული" - აცხადებს დავით ბაქრაძე.