მოსკოვი და ვაშინგტონი 30 სექტემბრამდე დაასრულებენ შეთანხმებებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას ეხება.
"შეუთანხმებელ საკითხებთან დაკლავშირებით მუშაობა 30 სექტემბრამდე დასრულდება. რუსეთი ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებულ ნაბიჯებს დგამს", _ განაცხადა "ინტერფაქსთან" ინტერვიუში აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა.
მისი თქმით, რუსეთი ამჟამად როგორც არასდგის ისე ახლოსაა ვმო-ში გაწევრიანებასთან.
"რუსეთმა მიაღია პროგრესს ამ მიმართულებით და პრეზიდენტმა ობამამ რუსეთს აღუთქვა დახმარება ამ მიზნის მისაღწევად, როგორც თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობაში", _ განაცხადა ბერნსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ დახმარებას აღმოუჩენს რუსეთს მისი ვმო-ში გაწევრიანების საკითხში მიმდინარე მრავალმხრივ მოლაპარაკებებში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანებას 1993 წლიდან ცდილობს. ვმო თავის რიგებში მსოფლიოს 150 სახელმწიფოს აერთიანებს.
ვმო-ს ძირითად მიზანს მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა წარმოადგენს, ხოლო მსი ძირითი პრინციპებია: შიდა ბაზრის დასაცავად უპირატესად ტარიფული მეთოდების გამოყენება და არა რაოდენობრივი შეზღუდვებისა ან ანალოგიური მეთოდებისა; - ტარიფების დაფიქსირება გარკვეულ დონეზე, რომლის ზემოთაც ისინი აღარ გაიზრდება, ე.წ. "მიბმა" - ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთისათვის ,,უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის" მინიჭებას; - ეროვნული რეჟიმის დაცვას იმპორტული და ადგილობრივი საქონლისათვის თანაბარი უფლებებისა და პირობების უზრუნველყოფის საშუალებით, მასზე თანაბარი ადგილობრივი გადასახადების დაწესების დაცვით. ამდენად მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ასეთი ორგანიზაციის წევრობა საკმაოდ მომგებიანია. 1999 წლის 6 ოქტომბერს ვმო-ს გენერალურმა საბჭომ ხელი მოეწერა ვმო-ს დამფუძნებელ მარაკეშის შეთანხმებაზე საქართველოს მიერთების ოქმს.
2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა ვმო-ში საქართველოს გაწევრიანების ოქმს და 2000 წლის 14 ივნისიდან საქართველო გახდა ვმო-ს 137-ე სრულუფლებიანი წევრი.