კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში, ეთნიკური სერბები და ალბანელები საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სერბეთისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, რომელიც თურქების გამარჯვებით დასრულდა (83-82) ეთნიკური ალბანელები ქუჩაში გამოვიდნენ და შეძახილებით - "თურქეთი", "თურქეთი", ადგილობრივი სერბების გაღიზიანება გამოიწვიეს.
მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. სერბები და ალბანელები ერთმანეთს ქვებს ესროდნენ. ინციდენტის აღკვეთა ევროკავშირის პოლიციამ სცადა, შედეგად მძიმედ დაშავდა ერთი პოლიციელი და დაზიანდა პოლიციის რამდენიმე მანქანა.
ცნობისათვის ქალაქი მიტროვიცა 11 წელია ორ ნაწილად არის გაყოფილი, მდინარის ერთ მხარეს, რომელიც ქალაქს ჰყოფს, სერბები ცხოვრობენ, ხოლო მეორე მხარეს ალბანელები. ქალაქის ორად გაყოფის გადაწყვეტილება ევროპელმა მშვიდოსიმყოფელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც კოსოვოში მომხდარი ომის შემდეგ, ალბანელები სერბებზე შურის ძიებას შეეცადნენ.