ჩილეში მიწისქვეშ მოყოლილი 33 მაღაროელი საგანგებოდ გაჭრილი არხის მეშვეობით თამბაქოსა და საღეჭ რეზინს მიიღებს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ჯანდაცვის სისტემის წარმოამდგენლები მაღაროელებს სიგარეტის მიღებაზე ამ დრომდე უარს ეუბნებოდნენ, რადგან ისინი დახუთულ სივრცეში იმყოფებოდნენ და თამბაქოს კვამლს შესაძლოა მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად ემოქმედა, თუმცა მას შემდეგ რაც ახლა, სავენტილაციო სისტემა ამუშავდა, ექიმებმა მაღაროელებს სიგარეტის მოწევის უფლება მისცეს. არსებული ინფორმაციით, მაღაროელების ნაწილს დეპრესიის ნიშნები აღენიშნება და ზოგიერთმა მათგანმა სიგარეტის მოწევის სურვილი ცხოვრებაში პირველად გამოთქვა.
ცნობისათვის ინჟინრები 33 მაღაროელის ამოყვანის ალტერნატიულ გეგმას ამზადებენ. უნდა დაიწყოს ბურღვა 700 მეტრ სიღრმეზე, სადაც მაღაროელები არიან ბლოკირებულები. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მაღაროლეთა გადარჩენის ოპერაციას დაახლოებით 4 თვე დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ სანხოსეს მარაროში ავარია 5 აგვისტოს მოხდა რის შემდეგადაც მოხდა მაღაროს ბლოკირება და მიწისქვეშ აღმოჩნდა 33 მარაროელი.