რუსეთის მოსახლეობის უმეტესობას (64%) საკუთარი ქვეყნის გამო სცხვენია. შესაბამისი შედეგები "საზოგადოებრივი აზრის" ფონდის მიერ 4-5 სექტემბერს ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით გამოქვეყნდა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39%-მა განაცხადა, რომ რუსეთის "ხშირად" სცხვენია, ხოლო "ზოგჯერ" უპასუხა გამოკითხულთა 25-მა პროცენტმა.
რუსეთის გამო სირცხვილის ძირითადი მიზეზი ცხოვრების დაბალი სოციალური დონეა. 25%-ს სირცხვილის გრძნობა "დაბალი ანაზრაურების", "სოციალური დაუცველობისა" და "დიდი სოციალური უთანაბრობის" გამო უჩნდება.
6%-ის სირცხვილის გრძნობა ქვეყნის სპორტული წარუმატებლობის გამო აქვს, 5%-ს უმუშევრობის გამო, 4%-ს ეკონომიკური მდგომარეობის, ამდენივეს ხელისუფლების ცუდი საქმიანობისა და უღირსი პოლიტიკოსების გამო. 3%-ს ქვეყანაში კორუფცია, უკანონობა, ალკოჰოლიზმი, მაღალი ფასები, სსრკ-ს დაშლა და ჩაჩნეთის ომი აწუხებს.
მსოფლიოში ქვეყნის მდგომარეობის, განათლებისა და ჯანდაცვის დაბალი დონის გამო წუხს გამოკითხულთა 2%.
ამავდროულად, გამოკითხულთა 31% "ზოგჯერ", 29% კი"იშვიათად" რუსეთის გამო სიამაყესაც განიცდის. სიამაყის მიზეზი 21%-სთვის სპორტში არსებული წარმატებებია. 4% ამაყობს "რუსი ხალხით", 3% "რუსეთის ჯარით", 2% კი "რუსეთის ხელისუფლებით".