ხვალ, 11 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში მომხდარი ცნობილი ტერაქტიდან (9/11) 9 წელი შესრულდება. ამ დღესთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლება და რიგითი ამერიკელები ინციდენტის ადგილს მოინახულებენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში, სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბრჯენს ტერორისტების მიერ გატაცებული ორი თვითფრინავი შეეჯახა. გარდა ამისა, იმ დღეს 19 კამიკაძე ტერორისტის მიერ კიდევ 2 თვითმფრინავი იქნა გატაცებული, რომელთაგან ერთი ვირჯინიის შტატში, პენტაგონის შენობას შეეჯახა, მე-4 თვითმფრინავი კი მგზავრთა წინააღმდეგობის შედეგად პენსილვანიის შტატში, სომერსეტ ქაუნთის ველზე ჩამოვარდა ჩამოვარდა.
11 სექტემბრის ტერაქტს 3 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამერიკული სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმა "ალ-ქაიდას" 500 ათასი დოლარი დაუჯდა. გერმანიის დაზვერვის სამსახურში კი ფიქრობენ, რომ ამ ტერაქტრის ორგანიზებისთვის მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ზარალი კი გაცილებით მეტი - 135 მილიარდი დოლარი, ათასობით გარდაცვლილი და ათი ათასობით დაინვალიდებულ ადამიანი იყო.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის სპეცსამსახურებმა 5 ათასზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს ან ტყვედ აიყვანეს.
"ტერორისტები, რომლებსაც ვდევნით, არა მარტო აშშ-ის, არამედ ცივილიზაციის მტრები არიან", - აცხადებდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის მაიკლ ჰეიდენი.