რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სიტყვის თავისუფლება, შეკრებები და მანიფესტაციები დადგენილ საზღვრებს არ უნდა გასცდეს. ამის შესახებ მედვედევმა მსოფლიო პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"კულტურის დაბალი დონე, მოუთმენლობა, უპასუხისმგებლობა და აგრესიულობა ანგრევს დემოკრატიას. სწორედ სიტყვის თავისუფლების, შეკრებებისა და მანიფესტაციების პრაქტიკიდან გამოამდინარე, კარგად ჩამოყალიბდა სამართლებრივი საზღვრები. დემოკრატია - ეს არ არის მხოლოდ თავისუფლება, ეს არის თავშეკავებულობაც", - განაცხადა მედვედევამა.
მისი შეფასებით, დემოკრატია არის მკაცრად განსაზღვრული წესებისა და დებულების დაცვა, რომელთა განუხრელი შესრულებით მიიღწევა ეფექტური დემოკრატია.