საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მშობლიურ სოფელ სნოს ესტუმრა.
პრეზიდენტი სნოში საპატრიარქოსთან არსებულ სასულიერო-კულტურულ ცენტში მოსახლეობას შეხვდა და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მშენებარე დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში დახმარებას დაჰპირდა.
სააკაშვილის განცხადებით, ყაზბეგის რაიონის განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტად რჩება და ყველაფერი გაკეთდება ხეობაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილმა კონკრეტული დავალებები მისცა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილს.