23 იანვარს, 14:00 საათზე, სასტუმროში „რუმსი თბილისი“ ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შეაჯამებენ სამწლიან ინიციატივას, რომელიც ხელმისაწვდომი და პროფესიული მართლმსაჯულების განვითარებას ემსახურება. პროგრამის შედეგებს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები წარადგენენ.
ღონისძიებას გახსნიან მუნხტუია ალთანგერელი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში, და კატალინ გერმანი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე.
მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: მელიტონ ბენიძე - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, გიორგი ჭეხანი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ დენისი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, და გიგი ბრეგაძე - UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ადვოკატები და იურისტები, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.