დემოკრატმა სენატორმა კალიფორნიის შტატიდან კამალა ჰარისმა ტელეკომპანია "ეი-ბი-სის" ეთერში განაცხადა, რომ აპირებს 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იბრძოლოს და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს.
კამალა ჰარისი, 54 წლის იურისტი, სანამ სენატორი გახდებოდა, კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი იყო, მანამდე კი სან ფრანცისკოს პროკურორად მუშაობდა. სენატში 2016 წლის არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოხვდა.
მისი საარჩევნო კამპანია ეფუძნებოდა სექსუალურ ძალადობასთან წინააღმდეგ ბრძოლის, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და საშუალო ფენისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების იდეებს.