რიგით 57–ე საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში - პატრიარქის ნათლული ამჯერად 630 ჩვილი გახდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ნათლულები დალოცა. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ.
დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 38 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილი არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა