მარნეულში დედამ 30 წლის შვილი დაჭრა.
ექიმის განცხადებით, პაციენტს ყელისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით სამი შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას გადაუდებელი ოპოერაცია ჩაუტარდა.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, ოჯახში მშობელსა და შვილს შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა. მეზობლები ამბობენ, რომ დედა შვილს კატეგორიულად სთხოვდა, მეუღლეს არ გაშორებოდა.
"შვილის საქციელი დედას არ მოსწონდა და ყოველთვის აფრთხილებდა, როგორც ჩანს, ვეღარ მოითმინა და ასე დასაჯეს. ქმარიც ჰყავს ამ გოგოს, დედამისი ცდილობდა, რომ ოჯახი არ დაენგრია და მოუწოდებდა გონს მოსულიყო", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ოჯახური ძალადობის მუხლით იძიებს. დანაშაულში ბრალდებული ქალი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.