ასეთი საუბარი, როგორიც ვოლსკის სჩვევია კოლეგებზე, კომკავშირული გადმონაშთია, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ უმრავლესობის წევრის, გია ვოლკის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, ვოლსკისგან ასეთი განცხადებები გასაკვირი არ არის.
"მათი პრობლემაა, რამდენად მისაღები იქნება "ქართული ოცნებისთვის" დეპუტატებთან განშორება. ეს საკითხი არ ეხება მარტო ეკა ბესელიას, ბევრი დეპუტატი დგას ამ აზრზე მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით. ასეთი საუბარი, როგორიც ვოლსკის სჩვევია კოლეგებზე, კომკავშირული გადმონაშთია. პარტია რომ გაკიცხავდა ვინმეს, შემდეგ ერთიანად კიცხავდნენ ყველა ქვემდებარე რგოლები. ვოლსკისგან ასეთი განცხადებები გასაკვირი არ არის", - განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, გია ვოლკის თქმით, სამწუხაროა, რომ ბესელია თანამდებობიდან გადადგომის წინაპირობაზე საუბრისას, მოსამართლეების საკითხით აპელირებს. მისივე თქმით, ასეთი პოზიციებით ისინი ერთ გუნდში ვერ დარჩებიან.