მარნეულში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით 15 წლის გოგონა გარდაიცვალა.
გოგონას ახლობლების განცხადებით, ის ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში, აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ იმ ოთახში იპოვეს, სადაც გამათბობელი იყო დამონტაჟებული.
საზოგადაოებრივი მაუწყებლის ცნობით, გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, „ავერსის“ კლინიკის ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელის, ხათუნა ებრალიძის თქმით, პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო.
შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობთ, მიმდინარეობს გამოძიება.