თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სასწრაფოს მძღოლს, შარდენ ონიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო 5 ათასი ლარი შეუფარდა.
გირაოს შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა.
ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძის მტკიცებით, იმის გამო, რომ სასწრაფოს არ ყავს სათადარიგო მძღოლები, შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიოლოგიური გადაღლილი ყოფილიყო. მისივე თქმით, ვირუსის გამო შექმნილ ვითარებაში გამოძახებები გახშირდა, სასწრაფოს მძღოლების შემოწმება კი არ ხდება, რასაც მსოფლიო სტანდარტი ითვალისწინებს.
მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ ერთი მძღოლის საქმე და ფაქტი სისტემაში არსებულ მასშტაბურ პრობლემაზე მიუთითებს.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 28 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება.