ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალი გატეხეს.
დამნაშავეებმა ფილიალში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.