ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ამის შესახებ იმნფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს.
გარდაცვლილის მამის, გია ბერძენიშვილის განცხადებით, მისი შვილის, ვაჟა ბერძენიშვილის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი გახდა.
"როგორც კი შეუძლოდ გახდა, წავიყვანეთ ქუთაისში. ყურადღება არავის დაუკლია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ერთი კვირის განმავლობაში, აპარატზე იყო შეერთებული", - განაცხადა გია ბერძენიშვილმა.