აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დავოსში, ეკონომიკური ფორუმზე აღარ გაემგზავრება. ამის შესახებ ტრამპმა მიკრობლოგ „twitter”-ზე დაწერა.
„დემოკრატების საზღვრის უსაფრთხოების საკითხის დამოკიდებულებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უდიდესი მნიშვნელობის გამო, იძულებული ვარ გავაუქმო ჩემი მეტად აუცილებელი ვიზიტი დავოსში, შვეიცარიაში, ეკონომიკურ ფორუმზე. ჩემი თბილი მოკითხვა და ბოდიში დავოსის ეკონომიკურ ფორუმს“, - დაწერა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ მე-19 დღეა აშშ-ის მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ დახურულია. დონალდ ტრამპი კონგრესისგან ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად დაფინანსებას ითხოვს, დემოკრატები კი პრეზიდენტის ამ მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.