ჩემს აქ ყოფნას არ აქვს შესაბამისი გავლენა, ეფექტი, ვერ ვახერხებ იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც აქ ვარ, ჩემს აქ ყოფნას, არც პარლამენტში და არც თანამდებობაზე არანაირი აზრი არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო თემა მისთვის ძალიან პრინციპული და ერთ-ერთი წითელი ხაზია.
"ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული საკითხია [სასამართლო თემა], რაც ჩემ წინაშე შეიძლება დადგეს ამ მანდატის ფარგლებში. მე შემიძლია ძალიან ნათლად და მკაფიოდ გითხრათ, აქ ვარ იმიტომ, რომ მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის, რაღაც პროცესები სწორად წავიდეს და რაღაც რეფორმებს სწორი ხაზები ჰქონდეს. თუ მე ჩავთვლი, რომ ამას ვერ ვახერხებ, ჩემს აქ ყოფნას არ აქვს შესაბამისი გავლენა, ეფექტი, ვერ ვახერხებ იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც აქ ვარ, ჩემს აქ ყოფნას, არც პარლამენტში და არც თანამდებობაზე არანაირი აზრი არ აქვს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.